სს „საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა“ აცხადებს ვაკანსიას ცხელი ხაზის ოპერატორის თანამდებობაზე.

სამუშაოს აღწერა:

  • როგორც დღის, ასევე ღამის ცვლაში მუშაობა;
  • დაზღვეულების სატელეფონო ზარების მიღება, დაზღვეულების იდენტიფიცირება;
  • კონსულტაციების გაწევა სადაზღვევო პირობების შესახებ;
  • ზარალების იდენტიფიკაცია და პროგრამაში დაფიქსირება;
  • სადაზღვევო შემთხვევის კოორდინირება;
  • ზარების გადამისამართება;
  • უშუალო უფროსის მიერ სამუშაო პროცესში დამატებით დავალებების შესრულება.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
  • უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება;
  • მომხმარებელთან ურთიერთობის მიმართულებით მინიმუმ  1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი – MS Office ცოდნა;

აუცილებელი უნარები: 

  • გამართული მეტყველება;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
  • ენერგიულობა;
  • სისხარტე;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა.

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@kamara.ge 

წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

 

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა“-ს მიერ (ს/კ: 404990435), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან.