,,პირველები ხართ ამ საკითხში და რაც მოტოციკლები მეყოლება, მეც და ჩემს სამეგობრებსაც, სულ თქვენთან დავაზღვევთ’’ – ჯაბა მამაცაშვილი. აუნაზღაურდა მოტოციკლის სრული დაზიანების თანხა.

ჯაბა მამაცაშვილს თავისი BMW-ს მოდელის ახალი მოტოციკლი ,,კამარაში’’ ჰყავდა დაზღვეული. ავარიის შედეგად მოტოციკლმა მიიღო სრული დაზიანება. ზარალი აუნაზღაურდა დაზარალებულ მესამე მხარესაც. ვინაიდან, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენივე მომხმარებლის შეფასება, ჯაბას რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.

    • საიდან შეიტყვეთ ,,კამარას’’ შესახებ?

მეგობარმა მირჩია თქვენს კომპანიასთან დაკავშირება. მასაც თქვენთან ჰყავს დაზღვეული მოტოციკლი. რეკომანდაცია გაგიწიათ, რადგან ძალიან კმაყოფილი იყო და ამიტომაც გადავწყვიტე თქვენთან თანამშრომლობა.

სხვა სადაზღვევოსთან მქონია კავშირი. მაგრამ მოტოციკლი პირველად დავაზღვიე. პირველები ხართ ამ საკითხში და ალბათ, რაც მოტოციკლები მეყოლება მეც და ჩემს სამეგობროსაც სულ თქვენთან დავაზღვევთ აუცილებლად. ეს იმიტომ, რომ თქვენი მხრიდან სწორი და ჯანსაღი დამოკიდებულება დავინახე. ზოგადად საერთო ინტერესები გვქონდა. სტერეოტიპი, რომ სადაზღვევოს ინტერესია მომხმარებელს ზარალი არ აუნაზღაუროს დაიმსხვრა და მივიღე ის, რისი მოლოდინიც მქონდა.

    • როგორ აღწერთ ჩვენთან პირველად თანამშრომლობას? პირველად საუბარი ტელეფონით შედგა თუ ოფისში მოხვედით? როგორი იყო თქვენი პირველი შთაბეჭდილება?

პირველად დავრეკე, მერე თქვენი წარმომადგენელი ილია მოვიდა. ძალიან კომპეტენტური და კარგი ადამიანი, რომელთან ერთადაც ყველა დეტალში გავერკვიე. ადგილზე მოხდა ყველაფერი, მოტოციკლის დასურათება, ხელშეკრულების პირობების გავლა. შეიძლება ითქვას, ჩემი კაბინეტიდან არ გავსულვარ ისე კომფორტულად გაკეთდა ყველაფერი.

თქვენზე რომ შევიტყვე მეორე-მესამე დღესვე დავაზღვიე.

    • თუ შეიძლება გაიხსენეთ თქვენი ავარიის შემთხვევა.

მე დამიწერეს დისტანციის არდაცვა. შესაძლოა მართლაც არ დავიცავი დისტანცია, მაგრამ თბილისია, სადაც დისტანციის დაცვა საკმაოდ ჭირს. როდესაც ბაიკერს ავარია მოსდის, ყოველთვის ბაიკერია დამნაშავე. სიანდვილეში კი ჩვენს სასწორზე სიცოცხლე დევს, სხვას კი მანქანის რაღაც დეტალი უზიანდება. ამიტომ როცა ავარია ხდება ბაიკერმა ყველაფერი უნდა გათვალოს იმისთვის, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ იაროს და ასევე გააფორმოს დაზღვევის ხელშეკრულება.

    • რამდენ ხანში აგინაზღაურდათ ზარალი? მისაღები იყო თქვენთვის ეს ვადა?

ზარალი ამინაზღაურეს იმაზე მალე ვიდრე ველოდებოდი. ძალიან მოკლე ვადებში. გათვლა მქონდა რომ რამდენიმე თვის განმავლობაში გაიწელებოდა ეს პროცედურა. სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტს ხუთშაბათს მოვაწერეთ ხელი და იმავე დღეს ჩამერიცხა თანხა. დაზარალებულ მესამე პირთანაც კარგად ვითანამშრომლეთ. მასაც აუნაზღაურდა თანხა და მინდა გითხრათ, რომ ,,კამარამ’’ ის ხარჯებიც აიღო თავზე რაც შეიძლება მას არც ეკუთვნოდა. იქ იყო ევაკუატორის ხარჯი, გადატანა-გადმოტანა. მე უნდა მერბინა.

როდესაც ავარია მოგივა ადამიანს, ღმერთმა ნუ დაგაჭირვოთ, მაგრამ აქ 10 და 20 ლარზე არაა ლაპარაკი. დაზარალებული ადამიანისთვის ყოველი გადაადგილება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ეძებე ევაკუატორი, ელოდე, სიკვდილს ჩახედე თვალებში და ამაზე ფიქრი იმდენად დამღლელია,. რომ ,,კამარამ’’ ეს ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო, მე არც ჩავრეულვარ.

    • შეფასების ცენტრზე რა აზრის ხართ? თქვენი აზრით, რამდენად ადეკვატურად შეფასდა?

შეფასდა ნამდვილად გონივრულად. მოველოდით კიდეც ამას.

იმ კომპანიებს, რომელთანაც კამარა თანამშრომლობს ვენდობით, წამყვანი კომპანიებია და არ არიან სადღაც პერიფერიებზე გახსნილი სერვისცენტრები.

    • რას ეტყოდით იმ ბაიკერებს, რომლებსაც არ ჰყავთ მოტოციკლი დაზღვეული (დაზღვევის ხსენებაზე რომ ამბობენ: ,,მოტოთი თუ ავარიაში მოვყევი, რაღად მინდა დაზღვევა’’).

არ აქვს მნიშვნელობა როგორი მოტოციკლი გყავს, სიფრთხილე და წინდახედულობა მაინც აუცილებელია. აქედან გამომდინარე ეგეთ ადამიანებს უნდა ვუთხრათ, რომ ძალაინ ფრთხილად იყვენენ, ბედს ნუ ეთამაშებიან და ნუ ცდიან. მაშინ როცა დროის ფაქტორიც გადამწყვეტი ხდება, ჯობია დაზღვეულები იყვნენ. ზოგადად მსოფლიოში დაზღევვა ძალიან აპრობირებულია. 21-ე საუკუნეში ცხოვრება დაზღევვის გარეშე, მე ვფიქრობ, რომ მიუღებელია.

ავარიის შემდეგ სირბილი, ხარჯები, პრობლემები, საქმის გარჩევა, ამ ყველაფერს რომ თავიდან აიცილებ, უბრალოდ სახლში დაჯდები და თანხა ანგარიშზე ჩაგერიცხება, დამიჯერეთ ამაზე დიდი სიამოვნება არაფერია.