რაც ჩვენზე გაინტერესებთ

სადაზღვევო კომპანია ,,კამარა” 2013 წელს დაარსდა. კომპანია შექმნილია 100%-იანი თურქული ინვესტიციით. ,,ამარა” მომხმარებელს სთავაზობს არასიცოცხლის დაზღვევის ფართო არჩევანს.

 ჩვენი მიზანია მაღალი ხარისხის მომსახურებით, მოქნილი პროცედურებისა და თითოეული დაზღვეულის მოთხოვნებზე მორგებული სადაზღვევო პროდუქტების მიწოდებით მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ მომხმარებლებს.

გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიის პრიორიტეტია მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტის შექმნა და შეთავაზება, კამარამ ცოტა ხნის წინ დაიწყო ინოვაციური პროექტი – მოტოციკლის დაზღვევა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დღეს კამარა ერთადერთია, რომელიც მოტოდაზღვევას სთავაზობს მომხმარებელს.

ჩვენი კომპანია ყოველთვის ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს ის, რაც ამ დრომდე არ ყოფილა. ეძებს და პოულობს იმ ნიშას, რომლითაც ინტერესი და სურვილი საქმეში გადაიზრდება. ერთ-ერთი მთავარი მისია მომხმარებელზე ორიენტირებული სადაზღვევო პროდუქტის შემუშავება და შეთავაზებაა.

ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის საკითხი. ყოველთვის ვცდილობთ გავაკეთოთ აქცენტები იმ თემებზე, რომლებიც საზოგადოებაში აქტუალურია.