fbpx
ვინ არის მზღვეველი?

სს “საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა”.

ვინ არის დაზღვეული?

პირი, რომლის სასარგებლოდაც ხორციელდება დაზღვევა.

ვინ არის მოსარგებლე?

პირი, რომლის სასარგებლოდაც ხორციელდება ანაზღაურება და აღნიშნულია სადაზღვევო ხელშეკრულებაში.

რა არის სადაზღვევო პრემია?

სადაზღვევო პოლისში მითითებული, დამზღვევის მიერ გადასახდელი, რომელიც წარმოადგენს მზღვეველი მიერ გასაწევი მომსახურების საფასურს.

რა არის ფრანშიზა?

სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზარალის ნაწილი, რომელიც პოლისით არის განსაზღვრული და არ ანაზღაურდება მზღვეველის მიერ, რჩება დაზღვეულის პასუხისმგებლობის ქვეშ.

როგორ ანგარიშდება დაზღვევის ღირებულება?

ღირებულება დამოკიდებულია დასაზღვევი ობიექტის სპეციფიკაციაზე. უმჯობესია მიმართოთ ჩვენს გაყიდვების მენეჯერს, რათა დადგინდეს ზუსტი სადაზღვევო პრემია.

რა ღირს სამოგზაურო დაზღვევა?

საზღვარგარეთ მოგზაურობის დაზღვევა ღირს 1 ლარი, საქათველოში მოგზაურთა დაზღვევა – 2 ლარი.

რა არის საჭირო სამოგზაურო დაზღვევის გაფორმებისთვის?

საჭიროა მოგზაურის საზღვარგარეთის პასპორტი, ინფორმაცია ქვეყნებისა და მოგზაურობის პერიოდის შესახებ. სამოგზაურო დაზღვევის ყიდვას 15 წუთი სჭირდება, ამისთვის უნდა მოხვიდეთ ჩვენს ოფისში.

რა პერიოდით შეიძლება გაფორმდეს მოტოდაზღვევა?

მოტოციკლის დაზღვევა ფორმდება 1 წლის ვადით.

მინიმუმ რა ღირებულების და ასაკის უნდა იყოს მოტოციკლი, რათა დაზღვევას დაექვემდებაროს?

დაზღვევას ექვემდებარება 2000 წელს ზემოთ გამოშვებული და 2 000 აშშ დოლარის ზემოთ ღირებულების მოტოციკლები.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ავტომობილის დაზღვევა ძალაში შევიდეს?

იმისათვის რომ დაზღვევა ძალაში შევიდეს აუცილებელია ავტომობილის გარეგანი დათვალიერება-დასურათება. პოლისი უნდა იყოს ხელმოწერილი და პირველად შენატანი გადახდილი. დაზღვევა არ მოქმედებს, თუ პრემია არ არის დროულად გადახდილი.

როგორ ხდება სადაზღვევო პრემიის გადახდა?

პრემიის გადახდა შესაძლებელია ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების გზით, პოლისში მითითებული გადახდის გრაფიკის მიხედვით.

როგორ უნდა მოიქცეს დაზღვეული სადაზღვევო შემთხვევისას?

არ უნდა გადაადგილოს დაზიანებული ობიექტი.

შემთხვევის ადგილიდან დარეკოს ჩვენს ცხელ ხაზზე : +995 32 2 24 44 54.

შემთხვევის ადგილიდან დაუკავშირდეს საპატრულო პოლიციას.

როგორ ხდება მოგზაურობისას მომხდარი შემთხვევის ანაზღაურება?

შემთხვევიდან 24 საათში დაზღვეული ან მისი თანმხლები პირი უნდა დაგვიკავშირდეს ცხელ ხაზზე.

დაზღვეულმა უნდა წარმოადგინოს ყველა ის დოკუმენტი, რაც ადასტურებს ჩატარებულ სამედიცინო პროცედურებს –  წარსადგენი დოკუმენტების სია და ვადები აღნიშნულია სადაზღვევო პოლისში.

რას წარმოადგენს ტვირთის დაზღვევის ობიექტი?

დაზღვევის ობიექტია ნებისმიერი სახის ტვირთი, რომლის გადაზიდვა ხორციელდება სხვადასხვა სახის ტრანსპორტით: სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო. ტერიტორია შესაძლოა განისაზღვროს როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო.

რას წარმოადგენს ქონების დაზღვევის ობიექტი?

ქონების დაზღვევის ობიექტებია: შენობა-ნაგებობები,აგარაკი,ბინა,სახლი,ოფისები,საწყობები-საცავები, პროდუქცია- საქონელი-მარაგები, ავეჯი-ინვენტარი.

დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით 24/7 ცხელ ხაზზე: +995 32 2 24 44 54

საკონტაქტო ფორმა