,,პირველები ხართ ამ საკითხში და რაც მოტოციკლები მეყოლება, მეც და ჩემს სამეგობრებსაც, სულ თქვენთან დავაზღვევთ’’ - ჯაბა მამაცაშვილი. აუნაზღაურდა მოტოციკლის სრული დაზიანების თანხა.

ჯაბა მამაცაშვილს თავისი BMW-ს მოდელის ახალი მოტოციკლი ,,კამარაში’’ ჰყავდა დაზღვეული. ავარიის შედეგად მოტოციკლმა მიიღო სრული დაზიანება. ზარალი აუნაზღაურდა დაზარალებულ მესამე მხარესაც. ვინაიდან, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენივე მომხმარებლის შეფასება, ჯაბას რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.

  • საიდან შეიტყვეთ ,,კამარას’’ შესახებ.

მეგობარმა მირჩია თქვენს კომპანიასთან დაკავშირება. მასაც თქვენთან ჰყავს დაზღვეული მოტოციკლი. რეკომანდაცია გაგიწიათ, რადგან ძალიან კმაყოფილი იყო და ამიტომაც გადავწყვიტე თქვენთან თანამშრომლობა.

სხვა სადაზღვევოსთან მქონია კავშირი. მაგრამ მოტოციკლი პირველად დავაზღვიე. პირველები ხართ ამ საკითხში და ალბათ, რაც მოტოციკლები მეყოლება მეც და ჩემს სამეგობროსაც სულ თქვენთან დავაზღვევთ აუცილებლად. ეს იმიტომ, რომ თქვენი მხრიდან სწორი და ჯანსაღი დამოკიდებულება დავინახე. ზოგადად საერთო ინტერესები გვქონდა. სტერეოტიპი, რომ სადაზღვევოს ინტერესია მომხმარებელს ზარალი არ აუნაზღაუროს დაიმსხვრა და მივიღე ის, რისი მოლოდინიც მქონდა.

  • როგორ აღწერთ ჩვენთან პირველად თანამშრომლობას? პირველად საუბარი ტელეფონით შედგა თუ ოფისში მოხვედით? როგორი იყო თქვენი პირველი შთაბეჭდილება?

პირველად დავრეკე, მერე თქვენი წარმომადგენელი ილია მოვიდა. ძალიან კომპეტენტური და კარგი ადამიანი, რომელთან ერთადაც ყველა დეტალში გავერკვიე. ადგილზე მოხდა ყველაფერი, მოტოციკლის დასურათება, ხელშეკრულების პირობების გავლა. შეიძლება ითქვას, ჩემი კაბინეტიდან არ გავსულვარ ისე კომფორტულად გაკეთდა ყველაფერი.

თქვენზე რომ შევიტყვე მეორე-მესამე დღესვე დავაზღვიე.

  • თუ შეიძლება გაიხსენეთ თქვენი ავარიის შემთხვევა.

მე დამიწერეს დისტანციის არდაცვა. შესაძლოა მართლაც არ დავიცავი დისტანცია, მაგრამ თბილისია, სადაც დისტანციის დაცვა საკმაოდ ჭირს. როდესაც ბაიკერს ავარია მოსდის, ყოველთვის ბაიკერია დამნაშავე. სიანდვილეში კი ჩვენს სასწორზე სიცოცხლე დევს, სხვას კი მანქანის რაღაც დეტალი უზიანდება. ამიტომ როცა ავარია ხდება ბაიკერმა ყველაფერი უნდა გათვალოს იმისთვის, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ იაროს და ასევე გააფორმოს დაზღვევის ხელშეკრულება.

  • რამდენ ხანში აგინაზღაურდათ ზარალი? მისაღები იყო თქვენთვის ეს ვადა?

ზარალი ამინაზღაურეს იმაზე მალე ვიდრე ველოდებოდი. ძალიან მოკლე ვადებში. გათვლა მქონდა რომ რამდენიმე თვის განმავლობაში გაიწელებოდა ეს პროცედურა. სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტს ხუთშაბათს მოვაწერეთ ხელი და იმავე დღეს ჩამერიცხა თანხა. დაზარალებულ მესამე პირთანაც კარგად ვითანამშრომლეთ. მასაც აუნაზღაურდა თანხა და მინდა გითხრათ, რომ ,,კამარამ’’ ის ხარჯებიც აიღო თავზე რაც შეიძლება მას არც ეკუთვნოდა. იქ იყო ევაკუატორის ხარჯი, გადატანა-გადმოტანა. მე უნდა მერბინა.

როდესაც ავარია მოგივა ადამიანს, ღმერთმა ნუ დაგაჭირვოთ, მაგრამ აქ 10 და 20 ლარზე არაა ლაპარაკი. დაზარალებული ადამიანისთვის ყოველი გადაადგილება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ეძებე ევაკუატორი, ელოდე, სიკვდილს ჩახედე თვალებში და ამაზე ფიქრი იმდენად დამღლელია,. რომ ,,კამარამ’’ ეს ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო, მე არც ჩავრეულვარ.

  • შეფასების ცენტრზე რა აზრის ხართ? თქვენი აზრით, რამდენად ადეკვატურად შეფასდა?

შეფასდა ნამდვილად გონივრულად. მოველოდით კიდეც ამას.

იმ კომპანიებს, რომელთანაც კამარა თანამშრომლობს ვენდობით, წამყვანი კომპანიებია და არ არიან სადღაც პერიფერიებზე გახსნილი სერვისცენტრები.

  • რას ეტყოდით იმ ბაიკერებს, რომლებსაც არ ჰყავთ მოტოციკლი დაზღვეული (დაზღვევის ხსენებაზე რომ ამბობენ: ,,მოტოთი თუ ავარიაში მოვყევი, რაღად მინდა დაზღვევა’’).

არ აქვს მნიშვნელობა როგორი მოტოციკლი გყავს, სიფრთხილე და წინდახედულობა მაინც აუცილებელია. აქედან გამომდინარე ეგეთ ადამიანებს უნდა ვუთხრათ, რომ ძალაინ ფრთხილად იყვენენ, ბედს ნუ ეთამაშებიან და ნუ ცდიან. მაშინ როცა დროის ფაქტორიც გადამწყვეტი ხდება, ჯობია დაზღვეულები იყვნენ. ზოგადად მსოფლიოში დაზღევვა ძალიან აპრობირებულია. 21-ე საუკუნეში ცხოვრება დაზღევვის გარეშე, მე ვფიქრობ, რომ მიუღებელია.

ავარიის შემდეგ სირბილი, ხარჯები, პრობლემები, საქმის გარჩევა, ამ ყველაფერს რომ თავიდან აიცილებ, უბრალოდ სახლში დაჯდები და თანხა ანგარიშზე ჩაგერიცხება, დამიჯერეთ ამაზე დიდი სიამოვნება არაფერია.

 

მოტოციკლის დაზღვევის საზაფხულო აქცია დაიწყო

დააზღვიე მოტოციკლი კამარაში და მიიღე 100 ან 50 ლიტრი საწვავი საჩუქრად. აქცია ვრცელდება პრემიუმ ხარისხის საწვავზე. yes


მომხმარებლის სურვილის გათვალისწინებით, სადაზღვევო კომპანია ,,კამარაში'' მოქმედებს, როგორც 1 წლიანი ისე სეზონური დაზღვევა - შეგიძლიათ მოტოციკლი დააზღვიოთ 6 თვითაც. 
------------------------
ჩვენ ვითვალისწინებთ თქვენს სურვილებს!
კამარა - მშვიდი მომავლისთვის!

T - 224 44 54

პრემიუმ კლასის მოტოციკლების სალონი ჩვენი ახალი პარტნიორი გახდა

პრემიუმ კლასის მოტოციკლების სალონი Rushmore Motorcycles Georgia LLC ჩვენი ახალი პარტნიორი გახდა 
ამიერიდან, ჩვენი დაზღვეული მოტოციკლი, რომელიც კომპანია ,,რაშმორ ჯორჯიაშია'' შეძენილი, შეფასდება და შეკეთდება მისსავე სახელოსნოში.
,,რაშმორი'' პრემიუმ ხარისხის მომსახურებას გაუწევს ჩვენს დაზღვეულ სხვა მომხმარებლებსაც. 
-----------------
 შეგახსენებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ მოტოციკლი დააზღვიოთ, როგორც წლიურად, ისე სეზონურად - 6 თვით 
----------------
დეტალური ინფორმაციის მისაღებად 
გვეწვიეთ ოფისში ან 
224 44 54

კამარა ბორჯომის ტყის აღდგენაში ჩაერთო

სადაზღვევო კომპანია ,,კამარა'' ჩაერთო კამპანიაში - აღადგინე • Aghadgine 

ბორჯომის ტყის აღდგენაში მონაწილეობა უკვე უბრალოდ მაკულატურის ჩაბარებით შეგვიძლია!

“პაშა ბანკის”, “ბიას” და “ტისუპეიპერის” ერთობლივი კამპანიის ფარგლებში, ჩვენ 2008 წლის ომის დროს დამწვარი ბორჯომის ტყის რეაბილიტაციაში მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენ არ ვყრით ქაღალდს და გადასამუშავებლად გადავცემთ ტისუპეიპერსს. თითოეული კილოგრამი მაკულატურის სანაცვლოდ, ისინი 0.15 ლარს გადარიცხავენ კამპანია „აღადგინეს“ ანგარიშზე, რაც ტყის რეაბილიტაციას მოხმარდება.

2008 წელს, ბორჯომის ტყის ტერიტორიაზე გაჩენილმა ხანძარმა დიდი ინტენსივობით მოიცვა მაღალი ეკოლოგიური ღირებულების წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყით დაფარული 950 ჰექტარი ფართობის ტერიტორია. 250–მდე ჰექტარზე ტყის საფარი მთლიანად განადგურდა. წლების შემდეგ, ეკოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულია, ვერ ხერხდება დაზიანებული უბნების ბუნებრივი განახლება. შედეგად, დამძიმებულია ეროზიული ფონი და ტყის მასივი კატასტროფის საფრთხის წინაშე დგას. შეიმჩნევა ჰაერის ხარისხის მკვეთრი გაუარესება, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. კვლევებმა დაადგინეს, რომ ხანძრის შემდეგ, ტერიტორიის ბუნებრივად აღდგენა შეუძლებელია და აუცილებლობას წარმოადგენს ადამიანის ჩარევა ტყის სრული რეაბილიტაციისთვის.

დაზღვეულები საშემოდგომო საჩუქარს მიიღებენ

კამარამ საშემოდგომო აქცია დაიწყო. 

აქცია მოქმედებს ავტომობილის სრული დაზღვევის პაკეტზე - ,,პრემიუმი’’.

ავტომობილის დაზღვევისას მომხმარებელი მიიღეებს 100, 150 ან 200 ლარის ოდენობის საჩუქარს მისთვის სასურველ მაღაზიათა ქსელში.

აქციის ფარგლებში ჩვენი პარტნიორები არიან პარფიუმერული ქსელი ,,ლუტეცია’', ბენზინგასამართი სადგურების ქსელი ,,ლუკოილი’’ და ავტონაწილების მაღაზიათა ქსელი ,,ამბოლი’’.

ავტომობილის დაზღვევის შედეგად მიღებული სასაჩუქრე ბარათი შეგიძლიათ წარადგინოთ თქვენ მიერ არჩეულ მაღაზიათა ქსელში და მიიღოთ სასურველი პროდუქტი.

საჩუქრად საწვავის არჩევის შემთხვევაში, თქვენ ,,ლუკოილისგან’’ მიიღებთ საწვავს ,,პრემიუმ ავანგარდი’’ .

ფულად საჩუქრის გარდა დამზღვევი მიიღებს

ავტომობილის კომპიუტერულ დიაგნოსტიკას უფასოდ

და ასევე ისარგებლებს ყველა იმ უპირატესობით, რაც ავტოდაზღვევის პაკეტს ,,პრემიუმს’’ გააჩნია.

სადაზღვევო რისკები:

  • ავტოსაგზაო შემთხვევა
  • ხანძარი, აფეთქება
  • ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა
  • სტიქიური უბედურებები (სეტყვის ჩათვლით)
  • ვანდალიზმი

დამატებითი დაფარვა:

  • დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება
  • ღერძულა ხაზის გადაკვეთა
  • შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლა

24/7 ავტოასისტანსი:

  • საბურავის გამოცვლა
  • საწვავის ადგილზე მიტანა
  • მანქანის დაქოქვა სპეციალური ხელსაწყოთი
  • ევაკუატორის უფასო მომსახურება სადაზღვევო შემთხვევისას

ასევე,

  • მობილური ჯგუფის მომსახურება 24/7 სადაზღვევო შემთხვევისას
  • შეუზღუდავი რაოდენობის უფლებამოსილი მძღოლი.

 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

ცხელი ხაზი: 224 44 54

კამარასთან თანამშრომლობა დაახლოებით 1 წლის მეგობარმა ურჩია.

,,კამარასთან'' თანამშრომლობა დაახლოებით 1 წლის წინ მეგობარმა ურჩია.

დღეს კი მისი კომპანიის მოტოციკლები ჩვენთანაა დაზღვეული.

გაიცანით Willem van Houten, მას საქართველოში წარმატებული ბიზნესი აქვს და, როგორც თვითონ ამბობს, მოხარულია იმით თუ როგორც ,,მიდის საქმე’’.

,,დაახლოებით 2 წლის წინ ჩვენ დავიწყეთ მოტოციკლების გაქირავება და მომხმარებელს მოტოტურები შევთავაზეთ. ტურისტებს ძალიან მოსწონთ საქართველოში მოტოციკლით მოგზაურობა.’’

ვილემი აღნიშნავს, რომ სასიამოვნოა ,,კამარასთან’’ თანამშრომლობა, პირად გაყიდვების  მენეჯერთან ურთიერთობა კი მისთვის კომფორტულია.

წარმატებებს ვუსურვებთ მის კომპანიას და მადლობას ვუხდით ჩვენთან თანამშრომლობისთვის.

ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატს სადაზღვევო კომპანია კამარა აზღვევს

2017 წლის 22–28 მაისს, ბორჯომის ხეობაში, სოფელ ჩითახევში მდინარე მტკვარზე გაიმართება ევროპის  ჩემპიონატი ჯომარდობაში. 

ღონისძიების ოფიციალური მზღვეველი სადაზღვევო კომპანია ,,კამარაა''. მონაწილეები შეჯიბრის დროს დაზღვეულნი იქნებიან უბედური შემთხვევისგან.

განაცხადი გააკეთა თერთმეტმა ქვეყანამ: საქართველო, რუმინეთი, ჩეხეთი, რუსეთი, სლოვაკეთი, ლატვია, უნგრეთი, იტალია, თურქეთი, დანია, დიდი ბრიტანეთი.

შეჯიბრი ჩატარდება  6 კაციანი ნავებით – რაფტებით  4 ასაკობრივ კატეგორიაში ქალებსა და მამაკაცებში.

კატეგორიები – 19 წლამდე, 23 წლამდე, ღია ანუ პროფესიონალები და მასტერსი ანუ ვეტერანები.

ჩემპიონატი ტარდება მსოფლიო ფედერაციის ოფიციალური წესების და კრიტერიუმების დაცვით 4 დისციპლინაში – სწრაფდაშვება (სპრინტი), პირისპირ დაშვება (ჰედთუჰედ), სლალომი, დაშვება გრძელ მონაკვეთზე (დაუნრივერი).

სამსაჯო კოლეგია სრულად დაკოპლექტებულია მსოფლიო ფედერაციის წარომადგენლებით. ასევე წყალზე უსაფრთხოების უზრუნველოფას მოახდენს პროფესიონალ კაიაკერთა და უსაფრთხოების სპეციალისტთა ჯგუფი.

ევროპის ჩემპიონატს სტუმრად ეწვევა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი  ბატონი ჯო ვილის ჯონსი. შეჯიბრისას იგი პირადად უხელმძღვანელებს უსაფრთხოების ჯგუფის მუშაობას.

გუნდები საშეჯიბრო მონაკვეთზე გეგმიურ ვარჯიშებს 22 მაისს დაიწყებენ.

ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატი ტარდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით.

ევროპის ჩამპიონატი ჯომარდობაში  იმ 13 სპორტული ღონისძიების რიცხვშია, რომელიც გაერთიანებულია პროექტში  „ჩექ ინ ჯორჯია სპორტი“.

ღონისძიების ყველა სტუმარი შეჯიბრის პერიოდში დაზღვეული იქნება საერთაშრისო სადაზღვევო კომპანია „კამარას“ მიერ.

გამარჯვებულების დაჯილდოვება და ჩეპიონატის დახურვა გაიმართება 27 მაისს ბორჯომის რაიონის სოფ. ჩითახევში, საჯომარდო ბანაკში „ჯომარდია“. 

28 მაისს სპორტემენები და ღონისძიების უცხოელი სტუმრები დატოვებენ საქართველოს.

,,კამარამ’’ მოტოციკლის სეზონური დაზღვევა დაიწყო

სადაზღვევო კომპანია ,,კამარამ’’ მომხმარებელს ინოვაციური პროექტი - მოტოციკლის დაზღვევა 1 წლის წინ შესთავაზა. ამ შეთავაზებამ მოტოციკლისტების, და არა მარტო მათი, დიდი დაინტერესება გამოიწვია.

,,კამარა’’ ყოველთვის ზრუნავს დაზღვევის შეთავაზების პირობების გაუმჯობესებაზე და ითვალისწინებს იმ საკითხებს, რომლებიც მომხმარებლისთვის აქტუალურია.

ამის გათვალისწინებით, ,,კამარა,, გთავაზობთ მოტოციკლის ახლა უკვე სეზონურ დაზღვევას:

მომხმარებელს შეუძლია დააზღვიოს მოტოციკლი 6 თვით.

აღნიშნულ შეთავაზებაში გათვალისწინებულია ის, რომ მოტოციკლით სარგებლობა დამოკიდებულია ამინდის ცვალებადობაზე.

ამიერიდან კი დაზღვეულს აქვს შესაძლებლობა სეზონური დაზღვევა შეიძინოს, მაშინ როდესაც მოტოციკლით მოძრაობისთვის სასურველი წელიწადის დროა.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 224 44 54.

კამარამ საახალწლო აქცია დაწყო

 ავტოდაზღვევის საახალწლო აქცია კამარასგან 
 მხოლოდ ახალი წლის აქციის ფარგლებში
 დააზღვიე ავტომობილი ყველაზე დაბალი ტარიფით და მიიღე დამატებითი მომსახურებები საჩუქრად მთელი წლის განმავლობაში.

 ავტომობილის ყველა რისკისგან დაზღვევა (მათ შორის სტიქიური უბედურებები)
 ნულოვანი ფრანშიზა.
 ავტომობილი მართვის გამოცდილების განსაზღვრის გარეშე.
 უფლებამოსილი მძღოლების შეუზღუდავი რაოდენობა.
 საჩუქრად:
 კომპიუტერული დიაგნოსტიკა წელიწადში 2-ჯერ.
 ევაკუატორის მომსახურება არასადაზღვევო შემთხვევისას.
 24/7 ავტოასისტანსის მომსახურება: საბურავის გამოცვლა, საწვავის მიწოდება, დაქოქვა სპეციალური ხელსაწყოებით.
ეს არის შეთავაზება, რომელიც მორგებულია თქვენს მოთხოვნებზე და ბიუჯეტზე.
და რაც მთავარია, ჩვენ #არვაგვიანებთ ანაზღაურებას!
------------------------------------------------------------
 კამარა გილოცავთ შობა-ახალ წელს! 

კამარა მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს

სადაზღვევო კომპანია ,,კამარამ'' ავტოდაზღვევის ახალი პროდუქტი - ,,უნივერსალი''  შეიმუშავა. 

 ეს არის შეთავაზება, რომელიც მორგებულია მომხმარებლის მოთხოვნებზე და, რაც მთავარია, ბიუჯეტზე.

,,უნივერსალით'' დაზღვეული ფიზიკური პირები ისარგებლებენ მრავალფეროვანი დამატებითი მომსახურებებით:

ავტომობილის ყველა რისკისგან დაზღვევა 

yes ავტომობილის კომპიუტერული დიაგნოსტიკა უფასოდ.
yes ევაკუატორის უფასო მომსახურება არასადაზღვევო შემთხვევისას.
yes  24 საათიანი ასისტანსი (დაქოქვა, საწვავის მიწოდება, საბურავის შეცვლა).
 yes უფლებამოსილი მძღოლების შეუზღუდავი რაოდენობა.

დაზღვეულებს უკვე შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ ავტომობილის კომპიუტერული დიაგნოსტიკით

სადაზღვევო კომპანია ,,კამარა'' კიდევ ერთ ბენეფიტს სთავაზობს ავტოდაზღვევის მსურველებს.

დღეიდან, ყველა დაზღვეული ფიზიკური პირი ავტომობილის კომპიუტერულ დიაგნოსტიკას საჩუქრად მიიღებს.

მომსახურების გამოყენება შესაძლებელია პროვაიდერ სერვისცენტრში წელიწადში ორჯერ.

დაზღვეულმა უნდა დარეკოს სადაზღვევო კომპანია ,,კამარას'' ცხელ ხაზზე: 224 44 54

და დააფიქსიროს ამ დამატებითი სერვისის გამოყენების სურვილი. ამის შემდეგ მას შეუძლია მიბრძანდეს სერვისცენტრში და შეამოწმოს ავტომობილი კომპიუტერულად.

 

 

 

სადაზღვევო კომპანია ,,კამარა’’ კიდევ ერთ დამატებით მომსახურებას სთავაზობს მომხამრებელს

სადაზღვევო კომპანია ,,კამარა’’ ყოველთვის ცდილობს პროდუქტის გაუმჯობესებას და მომხმარებლისთვის საინტერესო წინადადების შეთავაზებას.

ამჯერად ,,კამარა’’ ფიზიკურ პირებს ავტოდაზღვევისას  კიდევ ერთ დამატებით მომსახურებას სთავაზობს.

დამზღვევი მიიღებს ევაკუატორის უფასო მომსახურებას არასადაზღვევო შემთხვევისას წელიწადში ორჯერ.

ავტომობილის დასაზღვევად მიმართეთ გაყიდვების მენეჯერს ვებ გვერდიდან ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 224 44 54

სადაზღვევო კომპანია ,,კამარამ’’ ავტოდაზღვევის საზაფხულო აქცია დაიწყო.

ყველა, ვინც 20 ივნისიდან 21 ივლისამდე  ავტომობილს კამარაში დააზღვევს, მიიღებს 2 კაციან საგზურს თურქეთში, ქალაქ სტამბოლში.

საგზური 3 დღიანია (2 ღამე) და  მოიცავს სრულ პაკეტს: ორმხირვ ავიაბილეთს, ტრანსფერს, სასტუმროში განთავსებას და დილის საუზმეს.

აქციაში მოხვდება ყველა დამზღვევი, რომლის მანქანის ღირებულებაც 10 000 $ ან მეტია.

კამარა - მშვიდი მომავლისთვის!

 

სადაზღვევო კომპანია ,,კამარამ” მოტოციკლის დაზღვევა დაიწყო

უპრეცედენტო შეთავაზება ქართულ სადაზღვევო სივრცეში !
ვერ ყიდულობთ მოტოციკლს განვადებით, რადგან ამისთვის დაზღვევა გჭირდებათ ?
თქვენი მოტოციკლი დაუდგენელ ვითარებაში დაზიანდა ?
პირველად საქართველოში
თქვენ შეგიძლიათ დააზღვიოთ მოტოციკლი მხოლოდ და მხოლოდ სადაზღვევო კომპანია ,,კამარაში” და, ასევე, მიიღოთ საჩუქარი :
10 %-იანი ფასდაკლების ბარათი მაღაზია/სერვისცენტრ 
Bikeland -ისგან . ფასდაკლება მოქმედებს სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში და ვრცელდება, როგორც მოტოციკლის ნაწილებზე და ეკიპირებაზე, ასვე სერვისცენტრის მომსახურებაზე.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: +995 32 224 44 54
დააზღვიეთ მოტოციკლი სადაზღვევი კომპანია,,კამარაში” -თქვენი მშვიდი მომავლისთვის !

,,სადაზღვევო კომპანია კამარას’’ სათავო ოფისის მისამართი შეიცვალა

ს.ს. ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარას’’ სათავო ოფისი ახალ მისამართზე გადავიდა.

 

ახალი სამუშაო სივრცე მორგებულია თანამშრომლების ნაყოფიერ მუშაობაზე და, რაც მთავარია, მომხმარებელთა შეუფერხებლად მომსახურებაზე.

 

სადაზღვევო ხელშეკრულებების და პოლისების გასაფორმებლად

მობრძანდით მისამართზე:

საქართველო, თბილისი, 0160, ა. კალანდაძის ქ. N4

(ყოფილი ბულაჩაურის ქუჩა)

ან დარეკეთ ნომრებზე: +995 32 224 44 34

ცხელი ხაზი: +995 32 224 44 54

ჩვენი მიზანია მაღალი ხარისხის მომსახურებით, მოქნილი პროცედურებისა და თითოეული დაზღვეულის მოთხოვნებზე მორგებული სადაზღვევო პროდუქტების მიწოდებით მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ მომხმარებლებს.