ტვირთის ტრანსპორტირება და გადაზიდვა ყოველთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, რადგან ტრანსპორტირების დროს შეიძლება ტვირთი დაზიანდეს ან დაიკარგოს. 
,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარას'' მიერ შემოთავაზებული ტვირთის დაზღვევა ითვალისწინებს და ფარავს ტვირთის მთლიანად ან მისი ნაწილის განადგურებით, დაკარგვით ან დაზიანებით გამოწვეულ ზარალს.

სადაზღვევო რისკები:

  • ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა
  • მესამე პირების მიერ ტვირთების დაზიანება
  • ხანძარი, აფეთქება
  • ავტოსაგზაო შემთხვევა, ავარია
  • სტიქიური უბედურება

ტვირთის დაზღვევა ხორციელდება ლონდონის მზღვეველთა ინსტიტუტის დაზღვევის პირობებით (Institute Cargo Clausis – (A) დაზღვევის ობიექტს წარმოადგენს ნებისმიერი სახის ტვირთი, რომლის გადაზიდვა ხორციელდება სხვადასხვა სახის ტრანსპორტით. დაზღვევა მოქმედებს ტვირთების როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო და საჰაერო გადაზიდვისას.